ეს დანაშაულია ქართველი ერის წინაშე - მასწავლებელი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე

სულ ნახვები : 547
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა.

გამოქვეყნებული პროგრამის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამოღებულია  მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოება აღაშფოთა. განსაკუთრებით აღშფოთდნენ მასწავლებლები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგი მანანა ციცქიშვილი ამ გადაწყვეტილებას ქართველი ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.

„გული მტკივა! თითქოს ვიღაცამ სული ამომართვა! ეს საშინელი ცვლილებაა. ადვილი მისახვედრია, ვის აძლევს ხელს პროგრამიდან ეროვნული პათოსით გაჟღენთილი ნაწარმოებების ამოღება.

ეს დანაშაულია ქართველი ერის, ახალი თაობის წინაშე! რა ვასწავლოთ ბავშვებს, დავუმალოთ სიმართლე? რატომ?

იმიტომ, რომ რუს ბიძიებს ვასიამოვნოთ და რუსეთუმე ხელისუფლებამ არ მოიწყინოს? სირცხვილია ბოლოს და ბოლოს!

ყველა გაგიჟებულია, ვინც ამ ბოროტი სიახლის შესახებ გაიგო. მირეკავენ მეგობრები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ჟურნალისტები…

ახლა დუმილი საშიშია, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ! ამას არ გვაპატიებს შთამომავლობა! არც წინაპრები გვაპატიებენ!", _ განაცხადა CNews-თან საუბარში მანანა ციცქიშვილმა.

საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია შემდეგი საკითხები:

1)სულხან-საბას იგავები;

2)გურამიშვილის თავები;

3)გოგჩა;

4)საღამო გამოსალმებისა;

5)პასუხი შვილთა;

6)პასუხის პასუხი;

7)არ უკიჟინო სატრფოო;

8)ცისა ფერს;

9)ხმა იდუმალი;

10)სულო ბოროტო;

11)ვპოვე ტაძარი;

12)ბედნიერი ერი;

13)ჩემო კალამო;

14)განდეგილი;

15)აჩრდილი;

16)აღმართ-აღმართ;

17)სულიკო;

18)ქებათა ქება;

19)ხევისბერი გოჩა;

20)რამ შემქნა ადამიანად;

21)იას უთხარით ტურფასა;

22)ბახტრიონი;

23)კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;

24)ყვარყვარე თუთაბერი;

25)მშობლიური ეფემერა;

26)ლექსი-პოეზია;

27)ნინოწმინდის ღამე;

28)მკვდართა მზე ვარ.

შორენა მარსაგიშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა