ჯანდაცვის სისტემა ფსიქიატრიულ მიმართულებას გააუმჯობესებს - სარჯველაძე
...
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში ფსიქიატრიული მიმართულება გაუმჯობესდება.
ამის შესახებ სარჯველაძემ დღეს, 27 ნოემბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
„უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც, ფსიქიატრიული მიმართულებით.
ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას. მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფაზე, შედეგიანობაზე. ამასთანავე, დაიწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია“, -განაცხადა სარჯველაძემ.