ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა
...
ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სტიქიის შედეგებს ადგილებზე საგანგებო სიტუაციების მართვისა და "სპეციალური სერვისების" სამსახურები მუშაობენ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილის თქმით, დახმარებას ყველა დაზარალეწბულს გაუწევენ.
„ინტენსიური, გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობის დასახმარებლად. დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.