ყველას აღენიშნება ფიზიკური დაზიანების კვალი - ადვოკატები დაკავებულების მონახულებას ცდილობენ
...
ადვოკატები დილიდან წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოთავსებული დაკავებულების მონახულებას ცდილობენ. 28-29 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 43 პირიდან ნაწილის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი
ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, მის მიერ მონახულებული დაკავებულებიდან ყველა ნაცემის. მან ზაჰესის იზოლატორში 3 პირი მოინახულა.
„მოვინახულე 3 დაკავებული, ყველას აღენიშნება ფიზიკური დაზიანების კვალი. ბოლო დროს გადაყვანის დროს მანქანაში იყენებენ ცემას, სასტიკად უსწორდებიან, მთელი ძალით გამეტებით სცემენ, აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, სხვადასხვა დაზიანებები არის, მათ შორის სახეზე, თვალის არეში, სხეულის სხვადასხვა ადგილას“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.