„გაკვეთილებზე მდუმარედ ვიდგები და გავაპროტესტებ რუსეთს ჩემს ქვეყანაში!“ - მასწავლებლის პროტესტი

სულ ნახვები : 694
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაკვეთილი არ ტარდება, მასწავლებელი გაიფიცა! - ამ წარწერის ავტორი თბილისის 94-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ეკალაძეა.

როგორც ეკალაძემ CNews-სთან განაცხადა, 2014 წლიდან აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა სკოლაში პროტესტი არ შეუტანია. მაგრამ, მისივე თქმით, ახლა ამის დრო არ არის, რადგან ქვეყანას ვკარგავთ.

როგორც ეკალაძე აცხადებს, დღეს ყველა გაკვეთილზე იქნება მდუმარედ და გააპროტესტებს რუსეთს ჩვენს ქვეყანაში.

„დიდი ხანია ვაფიქრებ ჩემს აზრს, 2014 წლიდან, და დავაფიქრებ კიდეც. ამ დროის განმავლობაში სკოლაში არ შემიტანია პროტესტი, მაგრამ ახლა ვკარგავთ ქვეყანას.

შვილებს მომავალს არ დავუკარგავ!!! საქართველო არ იქნება რუსეთი.

ჩვენს სკოლაში ჩვეულებრივ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.

სამივე გაკვეთილზე მდუმარედ ვიდგები და გავაპროტესტებ რუსეთს ჩემს ქვეყანაში. არ დავუშვებ! არც დამიშვია რუსეთს ჩემს ქვეყანაში!“, - განაცხადა Cnews-სთან მაია ეკალძემ.

მარიამ ხარებავა, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა