ხმაურია ქუთაისში - აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ
სულ ნახვები :
103
...
ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ. მათ გზის სავალი ნაწილზე გადაინაცვლეს და ცდილობენ, ავტომობილები არ გაატარონ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
"გამოდით" სკანდირებენ შეკრებილები და მოქალაქეებს პროტესტის შეერთებისკნენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და „ქართული ოცნების“ ანტისადავლური პოლიტიკა გააპროტესტეს.