საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა - ნონა ქურდოვანიძე 28-29 ნოემბრის აქციაზე მოქალაქეების დარბევაზე

სულ ნახვები : 83
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორი საშუალების ერთმანეთთან შერევა და ამ გზით დემონსტრანტების წინააღმდეგ მისი გამოყენება არის საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა, -   აქციის "საიას" აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომელიც ეხმიანება აქციაზე  მომიტიონგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური  ნივთიერების გამოყენებას. 

„გამოყენებული საშუალებები, რა თქმა უნდა იყო უკანონო. არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ის ძალა, რომელიც გამოიყენა. ის იყენებდა სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რომელშიც სავარაუდოდ იყო გარეული, რაღაცა ტიპის ნივთიერება, რომელიც იწვევდა რეაქციას. ეს იყო სრულიად გასული კანონს ფარგლებიდან, ეს იყო სრულიად გასული საერთაშორისო სტანდარტებიდან და იქცეოდა ხელისუფლება ისე, რომ მას უბრალოდ უნდოდა დემონსტრაციულად დაესაჯა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას გუშინ. შერევა ორი საშუალების ერთმანეთთან და ამ გზით დემონსტრანტების წინააღმდეგ მისი გამოყენება არის საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა და მოწოდება, რომ ვინმემ ის გამოიძიოს უკვე უადგილოც არის, აქედან გამომიდინარე, რომ ჩვენ არცერთი ასეთი ფაქტი არ გვიხილავს, რომელიც გამოუძიებია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს'', - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა