სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს
სულ ნახვები :
84
...
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გაფიცულ უნივერსიტეტებს უერთდება და სასწავლო პროცესს აჩერებს.
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
ცნობისთვის, სასწავლო პროცესი შეწყვიტეს თსუ-მ, საქართველოს უნივერსიტეტმა, ალტერბრიჯმა და კავკასიის უნივერსიტეტმა.