არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები - საია
...
„საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება – ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია! - ამის შესახებ დღეს, 29 ნოემბერს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა არის არალეგიტიმური და მას არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები, მით უფრო ისეთი, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლებას.
„არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას.
საია , როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად." - ნათქვამია განცხადებაში.