ამას კრიტიკული მედია ქოცებს არ შეარჩენს - ნიკა გვარამია გურამ როგავაზე თავდასხმაზე
...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აქციაზე ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ამ ქვეყნის გამორჩეულ ჟურნალისტს, უმაგრეს ადამიანს და, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემსავით წარმოშობით ზუგდიდელ ბიჭს, Guram Rogava Rogowski სახის ძვლების და თავის გატეხვის გარდა, ხერხემლის მალა მოტეხა რეჟიმის სადამსჯელო გვარდიამ. რამდენიმე სანტიმეტრით აცდა, თორემ ფუძის მოტეხილობა ექნებოდა. ამას რომ კრიტიკული მედია ქოცებს არ შეარჩენს (ზოგადად, მაგათზე დიდი მებრძოლი მე არ მეგულება ამ ქვეყანაში), ეგ კი ვიცი. მაგრამ ჩვენც არ უნდა შევარჩინოთ და გურამის ჯავრიც უნდა ვიყაროთ!
ps ახლა იმ სამთავრობო მონა-ტროლა მედიების დამუნათებას იმედია ჩემგან არ ელით. არც თქვენ გირჩევთ: მონათა აჯანყებას ტყუილად ნუ ელით“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.