სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იფიცებიან და უარს აცხადებენ აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე
...
სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იფიცებიან და უარს აცხადებენ აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე - ამის შესახებ სტუდენტები განცხადებას არცელებენ.
„ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია კვლავ დუმს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, თანამოაზრეები გავერთიანდეთ.
ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატურულმა მმართველობამ ქართულ კულტურას და ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე მსჯელობა აუდიტორიებში, მაშინ, როცა ქუჩებში კანონით მონიჭებული აზრის თავისუფლება უკანონო, ბრუტალური ქმედებებით ისჯება. ახალი კანონი და მოქმედი პარლამენტი გვაშორებს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს და გვაახლოვებს კვლავ ბნელ წარსულთან, რომლის წინააღმდეგ არაერთი ქართველი მწერალი, პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე იბრძოდა.
შესაბამისად, თსსა-ს სტუდენტები ვაცხადებთ უარს, რომ აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე.
აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს კი მივმართავთ თხოვნით, რომ შემოგვიერთდნენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
არა რუსულ კანონს და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ გზას გვაშორებს!", - ნათქვამია განცხადებაში.