საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან დაუნდობელი ზეწოლის მსხვერპლი გახდა - გალუზინი
...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ერთობლივად იმუშავონ, რადგან კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების ინტერვენციის ბომბები ყველგან ცვივა.
„ამ კონტექსტში ამიერკავკასიას რომ შევეხოთ, ჩვენ ახლახანს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფლება, ქართული საზოგადოება როგორ გახდა კოლექტიური დასავლეთის მხრიდან დამამცირებელი თავდასხმებისა და დაუნდობელი ზეწოლის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დასავლეთისგან ტრადიციული ღირებულებების დაცვა გაბედა, გაბედა პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ეს ყველაფერი სომხეთის მახლობლად ხდებოდა. ვხედავთ, რომ დასავლეთის ინტერვენციის ბომბები ყველგან ცვივა." - განაცხადა გალუზინმა.