სამწუხაროა, რომ პრემიერის მიერ ქართულ ენაზე გაკეთებული განცხადება EU-ს ელჩმა ისე თარგმნა, როგორც აწყობდა - ხუნდაძე

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამწუხაროა, რომ პრემიერის მიერ ქართულ ენაზე გაკეთებული განცხადება ევროკავშირის ელჩმა ისე თარგმნა, როგორც აწყობდა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ხელისუფლება და ქვეყანა საგარეო კურსს არ ცვლის,

"ჩვენ ვაპირებთ, დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ, მაგრამ მიუღებელია, რომ როგორც კანდიდატის მინიჭების პროცესი გახდა ბრძოლის იარაღად, ახლა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იყოს გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი აპროტესტებს იმას, რაც გასაპროტესტებელი არ არის. სამწუხაროა, რომ დაკვეთა შევასრულეთ – არ უნდა წაგვეკითხა და ისე გაგვეპროტესტებინა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. სამწუხაროა, რომ პრემიერის მიერ ქართულ ენაზე გაკეთებული განცხადება ევროკავშირის ელჩმა ისე თარგმნა, როგორც აწყობდა. რა თქმა უნდა, ესეც ისევ წაუკითხავად გავაპროტესტეთ. ანუ, გარე დაკვეთები შევასრულეთ და ქვეყანაში უსაფუძვლო აურზაური შემოვიტანეთ“, – განაცხადა  ხუნდაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 28 ნოემბერს, პრემიერმა კობახემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს ამბობენ ევროკავშირიდან გრანტზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა