2024 წლის ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 343 პირის მიმართ

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2024 წლის ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 343 პირის მიმართ - მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 77 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5.7 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 495 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 161, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში – 22 შემთხვევა. 2024 წლის ოქტომბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 223 შემთხვევა; მუქარა – 232 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 175 შემთხვევა; ძალადობა – 142 შემთხვევა; გაუპატიურება – 8 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა; თაღლითობა – 62 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 131 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 19 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 57 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ოთხა შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა