როგორია მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავდა, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმის თქმით, დაშავებულს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა შუბლის მარჯვენა არეში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია: 

"მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა პირველადი დამუშავება ჭრილობის. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა შუბლის მარჯვენა არეში. მოხდა დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები, რადიოლოგიური კვლევები. თავს ამ მომენტისათვის დამაკმაყოფილებლად გრძნობს. რაიმე ჩივილები სხვა მხრივ არ აქვს. მოძრაობის ფართეკიდურებში თანაბარი, ნევროლოგიური გასინჯვით მას არანაირი დაზიანება არ აქვს.

იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავისტკივილს. უმჯობესია, მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის ტომოგრაფიაზე დაზიანება არ ექნება, 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ შეეძლება, კლინიკა დატოვოს", - ამბობს ექიმი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა