ჩემი 17 წლის შვილი ცემეს და დაიჭირეს, ვერ ვპოულობ ცოლს და ძმიშვილს - იურისტი ტატო ქელბაქიანი
...
იურისტი ტატო ქელბაქიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მისი არასრულწლოვანი შვილი სცემა და შემდეგ დააკავა:
"ჩემი 17 წლის შვილი ცემეს და დაიჭირეს. ვერ ვპოულობ ცოლს და ძმიშვილს.", - წერს იურისტი.
ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე ვითარება დაძაბულია.
სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობს.
წყლის ჭავლს უშვებენ როგორც ჭიჭინაძის ქუჩიდან, ისე თავისუფლების მოედნის მხარიდან.
ადგილზე პერიოდულად ხდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.