RealPolitika-ს ჟურნალისტს, აკა ზარქუას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სულ ნახვები : 86
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

RealPolitika-ს ჟურნალისტს, აკა ზარქუას საპოლიციო ძალები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას თავად ზარქუა ავრცელებს.

ოგორც ზარქუა წერს, მას ფიზიკურად 10-მდე სპეცრაზმელი გაუსწორდა. 

"ამწამს მოვედი ოფისში. ცოტა ხნის წინ ქართველი ღირსეული პოლიციელები წიხლებით გამისწორდნენ, შევჩენკოსა და ზუბალაშვილების კვეთაში. ნული პროვოცირება, ნული დარღვევა, ყველა წესის დაცვით და სრული ეკიპირებით ვმუშაობდი. და უბრალოდ, რადგან ჩემი იქ ყოფნა არ მოეწონათ, 10-მდე სპეცრაზმელმა წრეში მომაქცია და მირტყეს, სანამ არ მოჰბეზრდათ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არაფერს ვამბობ.

რაღაც ეტაპზე მეთაური მოვიდა, რომელიც ცდილობდა ბეიჯი პირში ჩაეტენა. საბედნიეროდ ტელეფონი ვერ წამართვეს და ლაივი დევს RealPolitika-ს გვერდზე. ვიდეოში სამწუხაროდ ფიზიკური ანგარიშსწორების ერთი სერია ჩანს, მეორეს დროს ტელეფონი ჯიბეში მედო და ვერ გადაიღო. აირწინაღი წამართვეს. კიდევ კარგი ჩაფხუტი მეკეთა. იქონიეთ სრული ეკიპირება კოლეგებო. გამოდით გარეთ, ეს ქვეყანა ჩვენია და არა ამ კოლაბორანტების", - წერს ზარქუა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა