ღამის 2 საათია, არავინ აპირებ წასვლას, დღეს ერთობა ისე ნათობს როგორც არასდროს - ლუკა თეთრაძე
...
"ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, დღეს ერთობა ისე ნათობს როგორც არასდროს" - აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ლუკა თეთრაძე.
ის ამბობს, რომ ღამის 2 საათია, უამრავი ადამიანია, არავინ აპირებს დაშლას.
"ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, ღამის 2 საათია, უამრავი ადამიანია, არავინ აპირებს დაშლას და აწყობენ ბარიკადებს და აპირებენ, რომ ბოლომდე იბრძოლონ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, რომ დაგვშალოს, მაგრამ დღეს ერთობა ისე ნათობს როგორც არასდროს" - აცხადებს თეთრაძე Cnews-თან.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, ნაგვის ურნები, სკამები და სხვადასხვა ნივთები მიაქვთ და ბარიკადებს აგებენ.
მოქალაქეები ცდილობენ ხელი შეუშალონ სპეცრაზმს, რომელიც რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან სრულად გათავისუფლებას ცდილობს.
საპოლიციო ძალები დემოსტრანტების დაშლას სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით უშედეგოდ ცდილობენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან.