ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება - პრეზიდენტი
სულ ნახვები :
97
...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროპორციულ ძალას გმობს.
ის წერს, რომ "მიუხედავად ძალმომრეობისა, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ ახალი არჩევნები იქნება"
"ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება. მშვიდობიანი მომიტინგეების
დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები. ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!", - წერს პრეზიდენტი.