ღარიბაშვილის აღიარება: „კრემლს პრემიერისთვის ფალავანდიშვილისა და ვასაძის ხსენების ნება არ მიუცია“ - ლელა ჯეჯელავა

სულ ნახვები : 618
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„5 ივლისის ძალადობა იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და დღეს პრემიერმა ეს აღიარა,“ -  ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ CNews-ს განუცხადა.

- ქალბატონო ლელა,  როგორ აფასებთ პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას?

- ღარიბაშვილმა დღეს თავის გამოსვლა თავად შეაფასა იმ თავისი წამოცდენით, როდესაც მან განაცხადა - რისთვის დაისაჯა ლექსო ლაშქარავა, ანუ, ეს წამოცდენა არ არის უბრალო მოვლენა. ღარიბაშვილმა მთელი თავისი ტესტი გადაფარა ამ წამოცდენით.

მის შეფასებაში არ იყო არც გონიერება, არც  - რაციონალურობა,  არც - პასუხისმგებლობა და რაც მთავარია,  არც - სინანული მომხდარის გამო.  ეს იყო ცარიელი სიტყვათა წყობა და საბოლოოდ,  ერთმა წამოცდენამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

- ანუ, ამბობთ, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების მიმართ?

- რასაკვირველია, ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და არა, უბრალოდ, წახალისებილი ძალადობა და  ეს პრემიერმა დღეს, რეალურად, აღიარა.

- რაც შეეხება იმას,  რომ საერთოდ არ უხსენებია იმ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები - ფალავანდიშვილი და სხვები,  რომლებიც რეალურად უნდა იყვნენ პასუხისმგებლები განვითარებული მოვლენებზეო, ამაზე რას იტყვით?

- ვინ მისცა პრემიერ-მინისტრს უფლება, რომ ფალავანდიშვილების, ან ვასაძეეების სახელი ახსენოს? ამის უფლება მისთვის კრემლს არ მიუცია. ამბობს იმას, რისი უფლებაც მისცა და რა საზღვრებიც მოუნიშნა კრემლმა, ვის ინტერესებშიც თვიდან ბოლომდე შედიოდა ეს ოპერაცია და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ძალიან მინდა ვკითხო პრემიერ-მინისტრს,  როდესაც აცხადებს, რომ იძულებული ვართ უმრავლესობას ანგარიში გავუწიოთო, ხვალ რომ მოსახლეობის ნახევრის ამ ქვეყნიდან გაძევება,  ან გადნადგურება მოითხოვის, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს? მთავარია, საკუთრ ნათქვამ სიტყვას  გაუწიოს ანგარიში, რასაც როგორც ჩანს, ვერ ახერხებს.

- ისევ სააკაშვილის დადანაშაულებას და ისევ ამაზე აპელირებას, რომელიც „ოცნებას“ ასაზრდოებს, ამაზე რას იტყვით?

- მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, რომ პარანოიასთან დაკავშირებით რაიმე რეცეპტები მქონდეს.

ირინა მაკარიძე   CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა