შევეცდები ვიპოვო სხვა უკანონო პატიმრები და მათ შესახებაც უამბეთ ხალხს - ზვიად ცეცხლაძე
...
მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომლის ნაწილიც სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა.
წერილში ცეცხლაძე იმაზე საუბრობს, რომ მას ინფორმაციის ნაკლებობა გააჩნია და ფაქტობრივად ვერ გადის საკნიდან, ვინაიდან დახურული ტიპის ციხეა.
„მადლობა დახმარებისთვის. ყოველივე აუცილებელს ვიღონებ რომ სხვა პატიმრებისთვის საჭირო ნივთები და პროდუქტი შევიძინო.
აქ ინფორმაციის სერიოზული ნაკლებობაა. ვინაიდან დახურულ ციხეში ვარ და არა ზონაზე, საკნიდან თავს ვერ ვყოფ.
გვერდით კამერებში მყოფ ადამიანებთან მინიმალური კონტაქტი მაქვს, მაგრამ შევეცდები ვიპოვო სხვა უკანონო პატიმრები და მათ შესახებაც უამბეთ ხალხს”, - წერს ცეცხლაძე.