ხელოვნება ყოველთვის იყო მთავარი ძალა უსამართლობასთან ბრძოლაში - ანიტა რაჭველიშვილი
...
მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილის განცხადებით, ხელოვნება ყოველთვის იყო უსამართლობასთან ბრძოლის, ერთ-ერთი მთავარი ძალა.
მისი თქმით, მუსიკოსების მარში, რომელიც დღეს 27 დეკემბერს გაიმართება თბილისში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს მარში გამოხატავს პროტესტს ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი უსამართლობის წინააღმდეგ.
„ხელოვნება იყო ყოველთვის ერთ-ერთი დიდი და მთავარი ძალა უსამართლობასთან ბრძოლაში. მუსიკოსების პროტესტი იქნება სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული, იმ უსამართლობის რასაც ვხედავთ ამ ერთი თვის და არა მარტო ამ ერთი თვის მანძილზე“, - განაცხადა რაჭველიშვილმა.