„წადით ციხეში“ - გიორგი ფხაკაძის სკანდალური მიმართვა ქართველ „კოვიდმუშკეტერებს“

სულ ნახვები : 3,517
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„წადით სახლში, სანამ ეს ლოზუნგი არ გახდება „წადი ციხეში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოში კოვიდის მართვის სფეროში დასაქმებულმა არაპროფესიონალებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სექტემბრის ნაცვლად, მე-4 ტალღა ახლა დაწყებულიყო.

„საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო, არაპროფესიონალებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სექტემბრის ნაცვლად ახლა დაწყებულიყო მე-4 ტალღა. ყველაფერი გააკეთეს, რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი (არაფერი გამოტოვეს).
ქვეყანა არ არის მომზადებული, ახლა გამოდიან შეწუხებული სახეებით… შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ. 
იმუშავეთ, საქმე გააკეთეთ და თუ ვერ აკეთებთ (ფაქტია სახეზე, რომ ვერ აკეთებენ) “წადი სახლში” ლოზუნგით უნდა წავიდნენ, სანამ ეს ლოზუნგი არ გახდება - “წადი ციხეში”. 
კიდრვ ერთხელ - მე არ ვუჭერ მხარს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. 
ჯანდაცვა და განათლება უნდა იმართებოდეს პროფესიონალი ტექნოკრატების მიერ და არა პოლიტიკოსების მიერ “, - წერს ფხაკაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ: გაუარესებული ეპიდვითარების გამო დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ქვეყანაში კორონავირისის მეოთხე ტალღის მოახლოება გვამცნო. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები