„ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად გარბის ამ ქვეყნიდან“ - გიორგი ვაშაძე
...
ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი სანქციებიც მოყვება ამ ყველაფერს, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმს სხვა არჩევანი გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა არ აქვს, თუ ამას არ გააკეთებს სხვა სცენარი ამოქმედდება, რომლის თანახმად, მას ქვეყნიდან სასწრაფოდ გაქცევა მოუწევს.
„მკაფიოა პოზიცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არანაირი შანსი „ქართულ ოცნებას“, თვითმარქვია რეჟიმს არ აქვს, რომ ამ ვითარებაში გარდა არჩევნებისა, სხვა გამოსავალი ნახოს. რაც უფრო დააგვიანებენ გადაწყვეტილებას, მით უფრო მძიმე იქნება მათი ხვედრი. მთავარია, ალბათ, ჩვენ რას ვაკეთებთ, - ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი სანქციებიც მოყვება ამ ყველაფერს, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს გამარჯვებამდე.
[ივანიშვილი] თუ ასე რეალობიდან მოწყვეტილ ნაბიჯებს გადადგამს, ძალიან მძიმე ხვედრი ელოდება. მაშინ მესამე სცენარით შეიძლება განვითარდეს მისი გზა, რომ მას უბრალოდ, შეიძლება მოუწიოს დაჩქარებულად ქვეყნის დატოვება რაღაც მომენტში. ჩვენ დღეს მივდივართ მეორე სცენარისკენ, რომელიც გულისხმობს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, ახალი პირობებით, სადაც „ქართულ ოცნებას“ შანსი აქვს მიიღოს მონაწილეობა. მესამე სცენარი კი ნიშნავს, რომ უბრალოდ ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად გარბის ამ ქვეყნიდან და მაშინ სრულიად ახლიდან ვატარებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.