რუსეთმა ბაშარ ალ-ასადის მოკვლა სცადა
…
30 დეკემბრის შუადღისას, 59 წლის ბაშარ ალ-ასადმა, რომელიც სირიაში გადატრიალების შემდეგ რუსეთში იმალება, თავი ცუდად იგრძნო, დაეწყო ძლიერი ხველა, იხრჩობოდა და იძულებული გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახა. როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Sun აღნიშნავს, „ყველა საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ მკვლელობის მცდელობა განხორციელდა“. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასადმა მიიღო სამედიცინო დახმარება თავის ბინაში და ორშაბათს მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, როგორც ჩანს, ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ მის სხეულში შხამი იყო", - წერს The Sun.
იმავე ინფორმაციას აქვეყნებს ცნობილი ტელეგრამის არხი СВР, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი გენერალი მართავს.
„ბაშარ ასადის მდგომარეობა მყისიერად შეატყობინეს რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, სანამ ექიმები ასადს პირველად დახმარებას უწევდნენ, მიღებულ იქნა ბრძანება: შეძლებისდაგვარად მკურნალობა სახლში და არ მოათავსოთ „პაციენტი“ სამედიცინო დაწესებულებებში. ნათქვამია СВР-ის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, თუ როგორ მოხვდა ბაშარ ალ-ასადის ორგანიზმში შხამი.