ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში ითამაშებს

სულ ნახვები : 360
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა


ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში ითამაშებს. ინფორმაციას ფეხბურთელის მამა, კახა ზივზივაძე ავრცელებს.

მისი თქმით ბუდუ ზივზივაძეს ჰქონდა ჩინური და კორეული შეთავაზებებიც.

“პირველ რიგში, ბედობას გილოცავთ მეგობრებო! იყო ჩინური,ასევე კორეული გამოწვევები! დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს.

მივდივართ ბუნდესლიგაში!! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა!! მადლობა KSC (Karlsruher Sport Club)მადლობა მენეჯერებს, მადლობა საქართველო, მადლობა გია ცეცაძეს, Teimuraz  Lordkipanidze, Mamuka Khundadze,ბუდუს გამოწვრთვნისა და სიყვარულისთვის! ჩვენ თქვენთანავართ. წინ დიდი ბრძოლებია!”- წერს კახა ზივზივაძე.

ცნობისთვის, ბუნდესლიგა რანგით გერმანიის უმაღლესი ლიგაა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები