ახალი წლის დღეებში 150-მდე ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

სულ ნახვები : 963
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის შედეგად მიღებული დაზიანებებისა თუ ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში 150-მდე პირი შეიყვანეს.

ახალი წლის ღამეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში პიროტექნიკით მიღებული დაზიანების შესახებ 33 შეტყობინება შევიდა, შედეგად 20-მდე მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. 

საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრის ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა, რა დროსაც 64 პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

რეგიონების მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია 67 პირს დასჭირდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა