ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე „ჰაინდემჰაიმის“ ფეხბურთელია

სულ ნახვები : 314
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაინდემჰაიმში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუმ „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და იგი გუნდს ალგორფეში შეკრებაზე 3 იანვრიდან შეუერთება.

„ზივზივაძის თამაშს „კარლსრუეში“ დიდი ხანი ვაკვირდებიდით, ის გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 17 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. ბუდუმ ბომბარდირული თვისებები გამოავლინა. დარწმუნებული ვართ, რომ იგი მალე შეძლებს გუნდთან ადაპტირებას და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა „ჰაიდენჰაიმის“ გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები