გიორგი გასვიანმა ბაკურიანში საახალწლო საღამო რუსულ ენაზე წაიყვანა

სულ ნახვები : 929
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,იმედის” ერთ-ერთმა სახემ, მსახიობმა გიორგი გასვიანმა ბაკურიანში, სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ში საახალწლო ღონისძიება რუსულ ენაზე წაიყვანა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც, ჯგუფ ,,დაიტოვე”-ში მოქალაქე თამუნა რუხაძემ, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რასაც თან ერთოდა ვიდეო მტკიცებულება.

რუხაძის თქმით საახალწლო საღამოს დაწყებამდე, სასტუმროს რესტორანში მოსულ სტუმრებს, გიორგი გასვიანმა განუმარტა, რომ ღონისძიებას რუსულ და ქართულ ენაზე წაიყვანდა.

თამუნა რუხაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სალამი, ჯგუფის წევრებო. გილოცავთ შობა-ახალ წელს 

მინდა უპრინციპო, ფულის მონა ბიზნესების სიას კიდევ ერთი შევმატო და ვიცოდეთ, რომელ კომპანიას არ ადარდებს ის ფაქტი, რომ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. 

საუბარი მაქვს ბაკურიანის სასტუმრო Crystal Hotel & SPA -ზე და წესით, მისივე მფლობელობაში არსებულ Cafe Aspen  • კაფე ასპენი -ზე. 

ახალი წლის ღამეს ბავშვებით უნდა დაგვესვენა crystal-ში და გადავწყვიტეთ მათსავე დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზეც დასწრება, რაც როგორც აღმოჩნდა ტარდებოდა სასტუმრო კრისტალის კაფე ასპენში.  12-ს აკლდა 15 წუთი, როცა გახსნა ღონისძიება წამყვანმა- გიორგი გასვიანმა. მოსალმების შემდეგ გამოგვიცხადა, რომ პროგრამას წაიყვანდა ქართულ და რუსულ ენაზე, რაც მომენტალურად გავაპროტესტე მიმტანთან, რომელიც თავის მხრივ წავიდა მენეჯერთან ჩემი შეტყობინების გადასაცემად. რა თქმა უნდა ვიცოდი ასეთ გადაწყვეტილებას ბოლო წამს არავინ შეცვლიდა, იქაურობის დატოვებისთვის კი 3 ბავშვით საკმაოდ შეუფერებელი დრო იყო, წუთი-წუთზე ახალი წელი დგებოდა და არ გვინდოდა ბავშვებისთვის იმაზე მეტად ჩაგვეშხამებინა საღამო, ვიდრე უკვე იყო რუსული ენის გავლენით.

მიმტანმა ჩემივე შეხსენებით გადმომცა მენეჯერის სიტყვები, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ და ეს იყო და ეს. 

უნდა აღვნიშნო, რომ საღამო წარიმართა დაახლოებით 80% რუსულად და 20%  ქართულად. სასაცილოა, მაგრამ დაახლოებით იმავე პროპორციით რა პროპორციითაც არის საქართველოს ტერიტორიები "თავისუფალ-ოკუპირებული".  პროცენტზე ვინმე თუ შემედავება, ვიდეო გამოდონ სრული პროგრამის. 

მიუხედავად იმისა, რომ დავრჩით ძირითადად ბავშვების გამო,  ბავშვებსაც კი გაუფუჭდათ ხასიათი, რაც სხვადასხვა ქცევით იქვე გამოხატეს ( მაგ: ყურებზე ხელის აფარებით). ქართველი ბავშვები ქართულ სუფრაზე, ახალ წელს კითხულობდნენ რას ამბობდა წამყვანი. შენ ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებაზე რას ამბობენ რომ არ გესმის, ეს ყოფილა თურმე სწორი. 

ღონისძიება დავტოვეთ დაგეგმილზე ადრე. 

წამოსვლამდე ბ-ნ გიორგი გასვიანსაც ვუთხარი, რომ არ უნდა წაეყვანა პროგრამა რუსულად, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. თავადვე გამაჩერა და გვქონდა რამდენიმე წუთიანი საუბარი (რა უნდა ექნა, რა არ ექნა, რა არის გასაპროტესტებელი, პატრიოტული და არაპატრიოტული და ა.შ.), რაც საბოლოოდ მისი მხრიდან კაფის მენეჯერის მოყვანით და მასთან ჩემი გადამისამართებით დასრულდა, რასაც მე თვითონაც ვაპირებდი მეორე დღეს, მის გარეშეც.  მენეჯერს გავუმეორე იგივე, დავამატე როგორ ჩაგვაშხამეს ახალი წელი და რომ წინასწარ უნდა მცოდნოდა თუ სხვა ენაზე (ოკუპანტის) მოხდებოდა ღონისძიების წაყვანა და უბრალოდ არ მივიდოდი ასეთ ადგილას. რა თქმა უნდა ამაზე პასუხი ვერ ექნებოდა, ოდესმე ბოდიშის მოხდის დალოდებას აზრიც არ ჰქონდა და წამოვედი. 

სასტუმრო კრისტალში მოვითხოვე პრეტენზიის დაფიქსირების ფურცელი, რაც არ ჰქონდათ. და მენეჯერთან დავაფიქსირე იგივე და უფრო მეტიც. ზედ დავუმატე სასტუმროში არსებული უამრავი პრობლემაც. რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი ხელის დაზიანებით დასრულდა ( არ განვავრცობ ). 

პ.ს. ადგილი დაჯავშნილი მქონდა დიდი ხნით ადრე. რამდენჯერმე გადავამოწმე კიდეც სატელეფონო საუბრისას რამე ცვლილება ხომ არ იყო შეტანილი, რაც უნდა გამეთვალისწინებინა და რუსულად საღამოს წაყვანა იმდენად მცირე  დეტალია ეტყობა იმათთვის, რომ არც კი უფიქრიათ ამის თქმა",- წერს რუხაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა