უბედური შემთხვევა საბერიოში - ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

სულ ნახვები : 875
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

უბედური შემთხვევა დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში -  ხანძარს  ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. 

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ. 

როგორც ირკვევა, ადგილზე არ მისულა სახანძრო სამსახური.

ფოტო: "აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი"

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
კონფლიქტები ► Მეტის ნახვა