6 იანვარი ოკუპურებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
სულ ნახვები :
167
...
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაიშვება, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში.