დემი მურმა პირველი ოქროს გლობუსი მიიღო
...
ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის რიგით 82-ე დაჯილდოება გაიმართა.
დემი მურმა პირველი ოქროს გლობუსი მიიღო (საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიაში ან მიუზიკლში) როლისთვის ფილმში Substance.
მსახიობებმა და ფილმებმა ასევე მიიღეს ჯილდოები შემდეგ კატეგორიებში:
საუკეთესო ფილმი (დრამა) - "ბრუტალისტი".
საუკეთესო ფილმი (მიუზიკლი) და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - "ემილია პერესი".
საუკეთესო დრამატული მსახიობი მამაკაცი - ედრიენ ბროუდი ("ბრუტალისტი").
საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი - ფერნანდა ტორესი ("I'm Still Here").
საუკეთესო კომედიური მსახიობი მამაკაცი - სებასტიან სტენი ("სხვა კაცი").
საუკეთესო რეჟისორი - ბრედი კორბეტი ("ბრუტალისტი").
საუკეთესო სცენარი: პიტერ სტრაუგანი ("Conclave").
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა - ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი ("კონკურენტები").
საუკეთესო დრამატული სატელევიზიო სერიალი - "შოგუნი".
საუკეთესო კომედიური სერიალი - "ხრიკები".
საუკეთესო მინი სერიალი - "Fawn".
გარდა ამისა, რეჟისორ გინტს ზილბალოდისის მულტფილმმა "ნაკადმა" მოიპოვა ოქროს გლობუსი "საუკეთესო ანიმაციური ფილმის" კატეგორიაში და გახდა პირველი ლატვიური ფილმი, რომელმაც მიიღო ეს ჯილდო.