Reuters: უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტი გადადო
...
Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით წრრს, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის კეიტ კელოგის ვიზიტი მოსალოდნელია არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. მოგზაურობის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
მიზეზები, რის გამოც კელოგმა კიევში ვიზიტი გადადო, არ იყო მითითებული. ვიზიტი იანვრის დასაწყისში იყო დაგეგმილი.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს ტრამპმა დაასახელა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კიტ კელოგი სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე. ის გეგმავდა მოგზაურობას კიევში, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილს უკრაინაში ომის სწრაფად დასასრულებლად.