სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ მინისტრად ზაალ კოკაიას კანდიდატურას განიხილავდა

სულ ნახვები : 759
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა


 ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეცნიერი ზაალ კოკაიას კანდიდატურა განიხილებოდა. ამის შესახებ  ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებული „ქართული ქარტიის“ ფარგლებში განიხილებოდა თუ არა მისი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელება, ზაალ კოკაია ამბობს: "იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ოფიციალურად არასდროს ყოფილა".

მეცნიერი  აცხადებს, რომ ახლა ამ საკითხზე აქტუალური ახალი არჩევნების დანიშვნაა:  

მგონია, რომ ეს საკითხი ახლა აქტუალურად არ დგას დღის წესრიგში. უფრო აქტუალურია ახალიარჩევნების დანიშვნა. კონტექსტი გარკვეულწილად შეიცვალა. როგორ და რა ფორმატითწარიმართება არჩევნები, ალბათ ეს განსაზღვრავს როგორი იქნება შემდეგი ეტაპებიპოლიტიკური ცხოვრების და პროცესები როგორი ფორმით განვითარდება"- ამბობს კოკაია. 

შეკითხვაზე, ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ისევ დადგება თუ არა მისი პრემიერ-მინისტრად დასახელების საკითხი დღის წესრიგში მეცნიერმა ზაალ კოკაიამ თქვა:

“არ ვიცი, გააჩნია, რა ფორმატით იქნება. თუ გახსოვთ, თავის დროზე, იდეა იყო, შექმნილიყოდროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომლის მოვალეობაც იმ კანონების უარყოფა იქნებოდა, რომელიც ბოლო დროს "ოცნების" მიერ იქნა მიღებული. 

ასევე საუბარი იყო იმ საკანონმდებლო სტრუქტურის ცვლილებაზე, რომელიც უზრუნველყოფდათავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შემდეგ ახალი არჩევნების შედეგად, კონკურენციისადა თავისუფალი არჩევნების პირობებში შექმნილიყო პირობები, რომელიც უზრუნველყოფდაახალი მთავრობის შექმნას. ეს იყო მთავარი ამოცანა და ასევე, უდავოდ, პარალელურადსაქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე - იმ 9 პუნქტის შესრულება, რომელიცუზრუნველყოფდა ქვეყნის გაწევრიანებისკენ სვლას და არა პირიქით, მის შეჩერებას ოთხიწლით"-განაცხადა მეცნიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა