ოლიგარქიის ყველა საყრდენის ძირის გამოცლა - ხოშტარია „ოცნების“ სანქცირებაზე

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის, პრაქტიკულად, ოლიგარქიის ყველა საყრდენის ძირის გამოცლა - ამის შესახებ დღეს, 10 იანვარს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ყველა ის ადამიანი დასანქცირედება, რომლებიც ოლიგარქის საყრდენს წარმოადგენს ეს ყველაფერი გამოიწვევს რეჟიმის შლას.

„ეს არის, პრაქტიკულად, ოლიგარქიის ყველა საყრდენის ძირის გამოცლა. იქნება ეს პროპაგანდისტები, ძალოვნები, რეჟიმის წარმომადგენლები თუ ბიზნესმენები, ეს არის ის კომპონენტები, რაზეც დგას ოლიგარქიული რეჟიმი და რისი მოშლაც გამოიწვევს სწორედ ჩვენს ბრძოლასთან ერთად  ამ რეჟიმის ძალიან სერიოზულ დაზიანებას. როდესაც შენ გარდამავალი ადმინისტრაციის პირობებში ასეთი სანქციების პერსპექტივა გაგაჩნია, ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს, პროფესიულ, ბიზნეს თუ პოლიტიკურ სიკვდილს, - განაცხადა ხოშტარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა