სტალინის ბავშვობის სახლის რესტავრაციაში 109 430 ლარი დაიხარჯება

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორში სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული  ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაცია იგეგმება, რაშიც 109 430 ლარის დახარჯვა იგეგმება - სამუშაოების შესასრულებლად კი 11 თვეა გამოყოფილი.

რესტავრაცია-კონსერვაცია უნდა ჩაუტარდეს სახლის როგორც ექსტერიერს ისე ინტერიერს, სახურავს, იატაკს, კარ-ფანჯრებს, მემორიალურ დაფებს, უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა.

ცნობისთვის, გამოცხადებულ ტენდერში შემსყიდველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმია. წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 წელს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა