ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელიც სასამართლოს გადაეცა, ხელს ათასზე მეტი ხელოვანი აწერს

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნას ხელს ათასზე მეტი ხელოვანი აწერს, - მდაღნიშნული ხელმოწერები  მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლოს გადასცა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რასაც ანდრო ჭიჭინაძე საზოგადოებისგან იღებს.

„ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერის გამოსახატად სასამართლოს წარვუდგენ ხელოვანი ადამიანების ხელმოწერას. ესაა 1000-ზე მეტი ხელმოწერა, რომელსაც ხელს აწერენ ხელოვანები და ესაა იმის მეასედი მხარდაჭერა, რომელსაც საზოგადოება ანდროს მიმართ გამოხატავს“, - თქვა ადვოკატმა პროცესზე.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლო აქციების საქმეზე დაკავებული 11 ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა