ოთხი გერმანული პარტია „ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას ითხოვს
სულ ნახვები :
114
...
ოთხმა გერმანულმა პარტიამ "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა. ისინი აკრიტიკებენ ოცნების ანტი-ევროპულ კურსს, გმობენ ძალადობას და მხარდაჭერას უცხადებენ მიზნობრივი სანქციების დაწესებას.
განცხადებას ხელს აწერენ პოლიტიკოსები ულრიხ ლეხტე (თავისუფალი დემოკრატები), დებორა დიურინგი (მწვანეები), ნილს შმიდი (სოციალ-დემოკრატები) და იურგენ ჰარდტი (ქრისტიან-დემოკრატები).
ისინი ასევე მიესალმებიან გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვასა და საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას.