11 იანვარს რუსთავში საპროტესტო ღონისძიება „სოლიდარობის ენერგეტიკა“ გაიმართება
...
11 იანვარს, ქალაქ რუსთავში, RETCO და Tbilisi Open Air საპროტესტო ღონისძიებას „სოლიდარობის ენერგეტიკა“ გამართავენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ბიზნესისა და სახელოვნებო სფეროს ამ თანამშრომლობის მიზანი საქართველოში მიმდინარე პროტესტის ძირითადი მოთხოვნების (ახალი, სამართლიანი არჩევნები და საპროტესტო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება) კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება და მათი დედაქალაქს გარეთ გავრცელებაა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული ბენდები და შემსრულებლები მიიღებენ: Process,4D Monster Lobsters, Avara, Outsider, Mechanical Rainbow, Killages, მწვანე ოთახი, გამოუვალი მდგომარეობა, ყველა, ნინო ქათამაძე.
„გვჯერა, რომ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“ - განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა თუ პროფესიისა.
ჩვენ - RETCO და Tbilisi Open Air მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს ინიციატივას თანამოაზრეებიც შემოუერთდებიან, რაც ამ პროექტისთვის სიცოცხლისუნარიანობის შეძენისა და მისი შემდგომი განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. მივესალმებით გამოხმაურებას ყველა იმ ბიზნესისგან, რომელიც პლატფორმა freebusiness-ზე ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
გელოდებით 11 იანვარს ქალაქ რუსთავში ჩვენს პირველ საერთო ღონისძიებაზე!
მისამართი: ქ. რუსთავი, ზედგენიძის 62" - წერია განცხადებაში.