ომის საფრთხე - საჯარო დისკუსია 11 იანვარს რუსთაველის გამზირზე გაიმართება
...
ომის საფრთხე - ამ სახელწოდებით საჯარო დისკუსია ხვალ, 11 იანვარს რუსთაველის გამზირზე გაიმართება, - ამის შესახებ დრამატურგი და სამოქალაქო აქტივისტი პაატა ციკოლია სოციალურ ქსელში წერს.
„ხვალ, შაბათს, 11 იანვარს 21:30-ზე რუსთაველის გამზირზე არწივის ქვეშ გაიმართება საჯარო დისკუსია ომის საფრთხის შესახებ.
ისაუბრებენ:
- პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე - ჯგუფი “ფარის” თანადამფუძნებელი, სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი.
- ვასილ გოგოლაძე - ჯგუფი “ფარის” თანადამფუძნებელი, სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი.
- პაატა პაპავა - ჯგუფი „ფარის” თანადამფუძნებელი, განათლების ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ვიმსჯელოთ ამ და ნებისმიერ სხვა საკითხზე (თუკი მიგვაჩნია აქტუალურად) საღამოობით რუსთაველის გამზირზე“., - წერს ციკოლია.