ქუთაისის ცენტრალურ პარკში ასწლოვანი ხეები მოჭრეს

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისის ცენტრალურ პარკში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა ასწლოვანი ხეები გაანადგურეს, ხოლო იმ ნარგავებს, რომლებიც ჯერ კიდევ არის დარჩენილი, ტორები შეაჭრეს.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 14,9 მილიონი ლარი გამოიყო 2024 წლის ბოლო უნდა დასრულებულიყო თუმცა, ტერიტორიაზე არაფერი არ არის გაკეთებული, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად განადგურებულია გამწვანება.

ქუთაისის ცენტრალური პარკი ამ დრომდე თუნუქის ღობით არის შემოსაზღვრული და მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, იხილონ თუ რა ეტაპზეა ამ დროისთვის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ცნობისთვის, ქუთაისი მერია რეაბილიტაციის დაწყებამდე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პარკის დაგეგმარება არ შეიცვლებოდა.

გამოყენებული ფოტოები: ირმა ჭოლაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა