პუტინის დაკრულ ტაშს აქედან რომ ტაშით არ ვპასუხობთ მაგისთვის ვისჯებით?! - რეზო კიკნაძე

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით?!, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ თვლის სწორად რომ მან რაიმე სახის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

როგორც დაკავებულმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განმარტა, თანახმაა ყველა აკრძალვას დაეთანხმოს, გარდა რუსთველზე გასვლის აკრძალვისა.

„საერთოდ არ ვთვლი, რომ რაიმე გირაოს გადახდას ვიმსახურებ, იმიტომ, რომ პირიქით უსამართლოდ აქეთ ვარ უკანონოდ გამოკეტილი და მე რატომ უნდა ვიხადო მაგალითად ფული, იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, მაგალითად 2 000 ლარი მაქსიმუმ გადავიხადო. სხვადასხვა ადგილებში მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით, ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას, დანარჩენი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ამიკრძალოთ მისვლა ან ქალაქის დატოვება მაგალითად, თბილისის დატოვება ამიკრძალოთ, არ წავალ არსად. საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, ჩვენ ვისჯებით რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის?! ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით?! რუსეთი რომ არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით?! პუტინის დაკრულ ტაშს აქედან რომ ტაშით არ ვპასუხობთ მაგისთვის ვისჯებით?! ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით?!

თქვენ თვითონაც გეცინებათ ხოლმე ალბათ, როცა პროკურორის მოტანილ ვითომ არგუმენტებს და მტკიცებულებებს ხედავთ, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის, ბოთლის ან მაგალითად დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში აგდებისთვის. 6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა აქ ყოფნა. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის, მამი გილოცავ და ბოდიში, რომ ამ უსამშობლო, არაპატრიოტი, სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს ყოფნა“, -  განაცხადა რევაზ კიკნაძემ.

ცნობისთვის, თითქმის 5 საათია თბილისის საქალაქო სასამართლო აქციების საქმეზე დაკავებული 11 ბრალდებულის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის საქმეს განიხილავს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა