არ მინდა სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეთ - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანდრო ჭიჭინაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ, აქციების გამო დაკავებული პირების  სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მოსამართლე უპირობოდ ითვალისწინებს ყველანაირ შუამდგომლობას, რომლითაც მას ბრალდების მხარე მიმართავს.

კორკოტაძის თქმით, ის რაც ხდება სასამართლოზე, არ არის სამართლიანი სასამართლოსთვის დამახასიათებელი, მან ასევე განაცხადა, რომ არ სურს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე სანქცირებულთა სიაში იხილოს.

„წინ გიდევთ თქვენი განჩინება და წინ გიდევთ შუამდგომლობა წინასასამართლო ვადის გაგრძელებაზე. კოპი-პეისტით არის გადატანილი ბატონო მოსამართლე, რაც ჩემთვის ძალიან უხერხულია. აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია ბრალდების მხარეს და თქვა უპირობოდ, კიდევ გამიმეორებ კოპი-პესტით გადაგაქვთ ზუსტად. ან გადაგეადგილებინათ, ან მძიმე ამოგეკლოთ, ან ტირე დაგემატებინათ. მე სამართლიან სასამართლოზე მაქვს საუბარი და არ მინდა, რომ თქვენც სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეთ ბატონო მოსამართლე", - განაცხადა კორკოტაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა