ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს
სულ ნახვები :
103
...
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
აღნიშნულ შუამდგომლობას სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ.
ადვოკატ ომარ ფურცელაძის განმარტებით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, წინმსწრებად გამოაცხადა საკუთარი პოზიცია.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.
მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი 6 საათზე მეტია მიმდინარეობს.