მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც მოსამართლე იცავს სამართლიანობას - ნიკოლოზ რაჭველი
...
ჩვენ ვართ ადამიანები და ადამიანებში არსებობს იმედის ინსტინქტი, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი, თუმცა ეს ინსტინქტი რომ გავაანალიზოთ რაციონალურად - ამის შესახებ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა აქციების გამო დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესის მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, მას სურს გამოჩნდეს სამართლიანი მოსამართლეები, რომლებიც დაიცავენ სამართალს.
„ვიცით, რომ ასეთი ტიპის საქმეები მთლად მოსამართლეთა კოლეგიის მიერ არ წყდება ბოლომდე და ვუშვებთ იმას, რომ არის გარკვეული მითითებები, რომელსაც აღასრულებს სასამართლო. ჩემი იმედები იმაზე კი არ არის მიპყრობილი, რომ ეს ბიძები გამოუშვან, იმაზეა მიპყრობილი, რომ აღმოჩნდნენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ექიმი იცავს ჰიპოკრატეს ფიცს, სადაც მეცოდინება, რომ მოსამართლე იცავს სამართლიანობას", - განაცხადა რაჭველმა.