თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ! - ვეფხია კასრაძე მოსამართლეს

სულ ნახვები : 72
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდაიცოდეს ყველამ, - ასე მიმართა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა, ვეფხია კასრაძემ.

"აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით, რადგან მომეცა საშუალება, ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე.

თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა.

ერთი რაღაც მინდა გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ, როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ არ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ამ ახალგაზრდებში საქართველოს ვხედავ, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით! ეს არანაირ სამართალში არ ჯდება.

სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ",- განაცხადა კასრაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა