ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
სულ ნახვები :
73
...
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა - მან დარბაზში ჰაერის უკმარისობის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და დარბაზიდან გაიყვანეს.
მანამდე ხალხის სიმრავლის გამო ადვოკატებმა დარბაზის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლე ხუსკივაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 8 პატიმრის - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება.