ეს არ არის სასამართლო, ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები - ლიკა გუნცაძე

სულ ნახვები : 63
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღევანდელ სასამართლო პროცესს ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე, ესწრება. 

როგორც გუნცაძე ამბობს, ეს არ არის სასამართლოს შენობა, ეს არის უბედურება.

მისი თქმით, რუსი გვმართავს "ოცნების" ხელით.

"ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის სასამართლოს შენობა, ეს არის უბედურება. სრულიად უდანაშაულო ბიჭები არიან. ესენი არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები. თავში რტყმა და თირკმელებში რტყმა, ესეც კი რუსული მეთოდია, თავის ტიტუშკებიანად და ყველაფრიანად. ჩვენ ფაქტობრივად რუსეთს ვეომებით. რუსი გვმართავს ამათი ხელით, ომის გარეშე დაუთმეს ქვეყანა, არ დავათმობინებთ, არ არსებობს", - განაცხადა გუნცაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა