მე რომ ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ქუჩებში ახლა ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად - სააკაშვილი

სულ ნახვები : 380
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და პროტესტის 51-ე დღეს აფასებს და აცხადებს, რომ თავად რომ ყოფილიყო ამ პროტესტის მონაწილე დღეს ყველაფერი მშვიდობიანად იქნებოდა დასრულებული.

„მე რომ ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ქუჩებში ახლა ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად. იმიტომ, რომ მე მაქვს გამოცდილება და ალბათ, ყველაზე მეტი გამოცდილება. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე გამბედაობისთვის.

მეც ჩემი თავი გადავდე იმისათვის, რომ საქართველო გადამერჩინა. მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ფოტო კომენტარი ► Მეტის ნახვა