ეროვნული ბანკი „ქართუს“ კანტორად გადაიქცა - რომან გოცირიძე

სულ ნახვები :
173




...
ეროვნული ბანკი „ქართუს“ კანტორად გადაიქცა - ასე ეხმიანება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრის კანდიდატურის დასახელებას.
„ეროვნული ბანკის საბჭო ოთხი ახალი წევრით შეივსება. ყველა ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელი ან ყოფილი მინისტრია. არც ერთი გარედან. ფაქტობრივად, მორჩილებითა და ივანიშვილის დავალებების შესრულებით გამოცდილი პირები დაინიშნება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი გახდება. ეროვნული ბანკი “ქართუს” კანტორად გადაიქცა“, - აცხადებს გოცირიძე.